ალეკო ელისაშვილი საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

0
117

წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან ოფიციალურად დაიწყო პარტია “მოქალაქეებმა”. ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია დღეს საბურთალოზე გაიმართა ელისაშვილი შეკრებილ საზოგადოებას “ტფილისის ჰამქრის” წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კენჭს საბურთალოს ოლქში იყრის.

“პარტია “მოქალაქეების” სახელით ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო” – მიმართა ელისაშვილმა მხარდამჭერებს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ