სკანდალი

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას აპირებს?

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერებს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასა და საბოტაჟში ადანაშაულებს.

როგორც ელისაშვილმა Facebook ლაივში თქვა, ისინი ფასილიტატორებთან შეხვედრებზე მხოლოდ იმისთვის დადიან, რომ დეტალები გამოიტანონ და «ყველაფერი აურიონ»:

«იმ დროს როცა ჩვენ პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული, ელჩების ხათრით, ისინი გვეუბნებიან, რომ პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ ნუ გაიტანთ მოლაპარაკების დეტალებს. ეს ძალიან მარტივია. იქ თანამდებობებს და ფულს კი არ ვიყოფთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები. იცით რატომ? იმიტომ რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ ბოკერია და უგულავა. თავი მოეჭრათ ერთს ზუგდიდში მეორეს ფოთში», — განაცხადა ელისაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შალვა თათუხაშვილის საქმეში საქართველოს პროკურატურის მიერ საჯარო განცხადებების და ვიდეოს ფალსიფიკაცია

Joni Kvaracxelia

სკანდალი ევროპის ახალგაზრდულ კარტინგის ჩემპიონატზე

,,აფრასიძეების საქმის’’ გრიფით-,,საიდუმლო’’ დეტალები !

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი