განცხადებები

«ალბათ ჯობდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო»-დიმიტრი ხუნდაძე

“უფრო ადრე, ვიდრე 24 საათში, ჩვენ ეს პრობლემა ამოვწურეთ [გავრილოვის ვიზიტი] ფაქტობრივად — შეწყდა ასამბლეა და რუსეთის დელეგაცია იქნა გასტუმრებული საკუთარ ქვეყანაში, ანუ მათ დატოვეს საქართველო. ალბათ ჯობდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ის არ იმყოფებოდა საქართველოში, აწარმოებდა ვიზიტს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების და უმაღლესი რანგის შეხვედრის დროს, ალბათ არ იქნებოდა სწორი, რომ გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ყოფილიყო. მე ცოტა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს [დაპირისპირება აქციაზე და დარბევა] მაინც არ მოხდებოდა. თუმცა თეორიულად და პრაქტიკულადაც ჩანს, რომ მართლაც შეიძლება არ მომხდარიყო, ადრე რომ არ გადამდგარიყო. მაგრამ დავუშვათ იქნა ეს შეცდომა და პარლამენტის თავმჯდომარე არ გადადგა, ამისთვის უნდა შტურმი განგვეხორციელებინა პარლამენტზე?! ”-განაცხადა პალიტრანიუსის ეთერში «ქართული ოცნების» დეპუტატმა   დიმიტრი ხუნდაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გახარიას გადაყენებასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს-საგანგებო განცხადება

Joni Kvaracxelia

«ჩვენ უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი…არ უნდა დავუშვათ, რომ ინიციატივა ნაცებს ჰქონდეთ»-თამარ ჩერგოლეიშვილი

«გადადგეს გორის მოქმედი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი!» — სამოქალაქო მოძრაობა «რუსეთი ოკუპანტია»

დატოვე კომენტარი