განცხადებები

ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს, როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა — კარგი იქნება შესაბამის სამსახურს მივმართოთ, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი-კახა კალაძე

ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურობა , — ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა უნდა შეაფასონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო მზად არის ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია რას იტყვიან დარგის სპეციალისტები და რა შეფასებას გააკეთებენ. პენიტენციური დაწესებულების კლინიკა ყველანაირად მზად არის პატიმარს მომსახურება გაუწიოს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება.

როდესაც მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხდება, მე რომ ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილას, მესმის, რომ პირადი ინფორმაციაა და არ აქვთ ამის უფლება, მაგრამ იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე, ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა. კარგი იქნება, მივმართოთ შესაბამის სამსახურს, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი“, — განაცხადა კახა კალაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ამინისტია ეხებათ დამნაშავეებს — ანრი ოხანაშვილი

«მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო»-მერაბ შარიქაძე

ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

roma sajaia

დატოვე კომენტარი