სოცქსელი

“ალაგმეთ საპატრიარქოს თავხედობა! თუ მართლა გგონიათ რომ საზიარო კოვზი 1000 გრადუსზე ხურდება და ვირუსს კლავს?!”-ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ზიარების საერთო წესი არ შეიცვლება.

“უკაცრავად, მაგრამ მთელი საზოგადოება ერთმანეთის პატივისცემისა და მოფრთხილების ნიშნად სახლებში რომ გამოვიკეტეთ, ხელისუფლებას გამოცხადების გარეშე საგანგებო მდგომარეობაში რომ ვყავართ და არ ვაპროტესტებთ, ვითმენთ კრიზისს და ეპიდემიას ვებრძვით, ნეტა ვინ ვგონივართ?!
თუ ერთი ინფიცირებული კოვზით ათასობით მრევლის დაინფიცირებას დავუშვებთ, მაშინ რა ლოგიკით ვზღუდავთ შეგნებულ მოქალაქეს?!
დაუყოვნებლივ ალაგმეთ საპატრიარქოს თავხედობა!
თუ მართლა გგონიათ რომ საზიარო კოვზი 1000 გრადუსზე ხურდება და ვირუსს კლავს?!
ვეზიაროთ ჯანმრთელებმა!
#არაინფიცირებას!”-წერს კუპრავა სოციალურ ქსელში.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ამოწყვეტილა ქართული ოცნება თავისი მომავლით და წარსულით…”-მაჩალიკაშვილი

roma sajaia

“ქვეყანას მართავს კლასიკური კრიმინალი და მთელი მოსახლეობა მისი მძევალია..შველა უკვე გზაშია”-სააკაშვილი

შემზარავი კადრები! მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს მარიხიუანას მოწევას სთავაზობს-რა ხდება საქართველოში? (ვიდეო)

დატოვე კომენტარი