პოლიტიკა

აკაკი ზოიძის შეთავაზებაზე უმრავლესობამ უარი უთხრა

აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ დაპირსიპრებასა და პოლარიზაციის პირობებში მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის: «დღეს უმრავლესობამ და ჩვენმა გუნდმა არ გაიზიარა შეთავაზება, რაც მქონდა და მიმაჩნდა, რომ ამ პოლიტიკური სიტუაციის ნორმალურ პროცესში გადაყვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა – ხალხისთვის გვეკითხა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე. სამწუხაროა, რომ რეალურად ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. რაც შეეხება მომავალს, ვხედავ, რომ გარკვეული რესურსი ჯერ კიდევ დარჩენილია პოლიტიკური პროცესების ნორმალურ რეჟიმში გადატანის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში. ძალიან მინდა, რომ პროცესები პოზიტიურ კალაპოტში გადავიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში, პოლარიზების და დაპირისპირების მიმართულებით. რამდენიმე დღეში გამოჩნდება, საით წავა ეს ყველაფერი – იქნება პოლარიზება თუ პროცესები ნორმალურად წარიმართება. ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. არ შეიძლება ამ ქვეყნისთვის პროცესების ასე გაგრძელება, ეს ძალიან ცუდია, – გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. დიალოგის რესურსს ვხედავ. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი. ულტიმატუმი მე არ დამიყენებია. იმედი მაქვს, ოპოზიცია გადავა ისეთ ქმედებებზე, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მონაწილე მხარეს, გადაიყვანოს პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში, როგორც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში და არა ქუჩის აქციებით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა აღმართა

«ეს ბევრმა არ იცის საქართველოში…2 თვის წინ ვლადიმერ პუტინმა უთხრა ივანიშვილს…»-მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადება

პარტია «კანონი და სამართლის» ლიდერი, დეპუტატი თამარ ჩარკვიანი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა

დატოვე კომენტარი