სოცქსელი

«აი, ასეთ იდიოტურ აბრაკადაბრას ვინ უწერს…»-ზურაბიშვილი ივანიშვილის გამოქვეყნებულ წერილზე

«ქართული ოცნების» თავმჯდომარე   ბიძინა ივანიშვილის წერილს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა:

“ესე იგი თან კარგადაა საქმეო და თვალსაჩინო პროგრესი გვაქვსო, თან კოლაფსიაო, რომელშიც ნაცების წყალობით ჩავვარდითო და რომელთაც უნდათ ჯაბას და კიტოვანის ეპოქაში დაგვაბრუნონო, იმ ეპოქაში, რომლის შემოქმედნიც თვითონ იყვნენო.

აი, ასეთ იდიოტურ აბრაკადაბრას ვინ უწერს, არ ვიცი (თუმცა, გონივრული ეჭვი კი მაქვს ვისი კრეატიული შემოქმედება შეიძლება იყოს ფრაზა: «ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია — თავდაღმართში სვლის ტეხილი»), მაგრამ მთავარი ისაა, რომ თვითონ მოწონს და ხელს აწერს.

P. S. ევროპული სტანდარტის დემოკრატია რომ გვაქვს, რასაც ეკონომიკა თურმე ობიექტურად ჩამორჩება და ნაცები რომ ბოროტად სარგებლობენ ამით, ეგ აღარაა უკვე საინტერესო. ეგ ძველი ზღაპარია. უფრო სწორად, მოძველებული.”- წერს დავით ზურაბიშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«კარანტინში რომ გაიცნობენ და დაქორწინდებიან, პირველ შვილს კორონას დაარქმევენ…მოფერებით კორონიკოს»-ხატია წერეთელი

დაფუძნდება პარტია «თამბაქო»?

Joni Kvaracxelia

«ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილით რომ უკვდება ქვეყანას…პარლამენტის ეზოში ჩვენი ფულით ნაყიდი შავი ჯიპების გამოფენაა…»-მეგი გოცირიძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი