ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი დედოფალ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:
“თქვენი მიზანი არის მეფის გასამართლება?” – ჩემი მეგობრის და კოლეგის ანა წერეთლის ამ კითხვაზე ანა ბაგრატიონის პასუხმა ყველაფერი თქვა, უფრო მეტი კი მისმა ჟესტებმა და სხეულის ენამ.
ცოტა უხერხული და ცოტა დაბნეული დუმილის შემდეგ პასუხი ასე დაიწყო – „არა, იცით … მე …“ და შემდეგ თქვა ის რაც თქვა.
არა კი არა, როგორ არა ანა. უფრო გაბედულად ❤️დიახ თქვენ (არა როგორც დედოფალმა) როგორც ქალმა გაბედეთ და თქვით რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს და ძალადობისთვის პასუხი აგოს!!! საჯაროდ ამის გამოსატანად 5 წელი დაჭირდა. რატომ? პასუხი მარტივია. ძნელია სახალხო გახადო შენი ცხოვრება. გადავხედოთ ჩვენ გარშემო რამდენი ქალი ინახავს სიცოცხლის ბოლომდე მის ქალური უბედურების ამბებს. მან თავისი მაგალითით ყველა ქალს უთხრა რომ ბრძოლა მოძალადეებთან ძნელია, მაგრამ გაჩერებაც არ გამოვა.
ანამ როგორც ქალმა ბევრი ქალური უბედურება გადაიტანა . რამდენიმე წინადადებით და ფაქტით ამბავი ასეთია: გათხოვილ ქალს აიძულეს ოჯახი დაენგრია, ქმარს გაყროდა და მონარქიის აღდგენის მიზნით ვიღაც უცხო კაცს რამდენიმე თვეში მისთხოვებოდა. ვინც იცის ეს ისტორია, ისიც იცის რომ ვერც ანამ, ვერც მამამისმა და ვერც მისმა ოჯახმა „იდეის ავტორების“ ზეწოლას ვერ გაუძლეს და 21-ე საუკუნეში ამ ხელოვნურ – „მონარქიის აღდგენის“ – იდეაში მონაწილეობის მიღებას დათანხმდნენ. მონარქია ვერ აღდგა, ანას კი მოძალადე კაცი შერჩა 🙁
ჩვენ კიდევ საღლიცინოდაც არ გვყოფნის ამ ქალის ტრაგედია და ‘დედოფალი გაგვილახეს’ და მსგავსი ფრაზების ძახილის რეჟიმში ვართ. ნაცვლად იმისა რომ ანას გამბედაობა და (თუნდაც წლების შემდეგ) დაწყებული ბრძოლა ორმაგად დაგვეფასებინა.
და კიდევ ერთი. ამ ნაბიჯით ანამ სილა გააწნა საპატრიარქოსაც. პირდაპირ უთხრა რომ არ შეიძლება ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია, ყველაზე არაბუნებრივ, ხელოვნურ და მოგონილ ამბავს ხელს უწყობდეს და მეტიც მონარქიის აღდგენის ინიციატორიც იყოს.
პ.ს. ჩემი არაერთი ფეისბუქ მეგობრის ამ თემაზე ღლიცინის გამო ამხელა პოსტი გამოცხვა. არ არის გამორიცხული ერთ დღეს ჩვენც გავხდეთ ძალადობის მსხვერპლები და ჩვენც დაგვჭირდეს თანადგომა.
პ. ს. პ. ს. მორალის კითხვაც არ დავიწყოთ თემაზე – თუ არ უნდოდა რას მიყვებოდა იმ კაცს ან კიდევ ვინ აძალებდა.
#სოლიდარობაანას!!!»-წერს ნინო სამყურაშვილი