Uncategorizedსხვადასხვა

«აიისას» პრეზერვატივები ლევან მურუსიძის გამოსახულებით

გიორგი მშვენიერაძე  თავის ფეისბუქ გვერდზე კომპანია «აიისას» შესახებ წერს:

«მეგობრებო,
როგორც იცით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და აიისა • aiisa-ს გარდა ჯარიმისა, აუკრძალა 4 დიზაინის პრეზერვატივის რეალიზება და რეკლამა. ასევე დაავალა პროდუქციის ქსელიდან ამოღება.
აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება, ამიტომ:
1. აიისა საკუთარი ინიციატივით აღარ შექმნის იმ 4 დიზაინის პროდუქტს, რაც სასამართლომ აკრძალა, თუმცა ყველას გთავაზობთ (მისსავე ვებ-გვერდზე, განყოფილებაში #გაბანტე) თქვენ თავად შექმნათ პროდუქტის მსგავსი ან სხვა დიზაინი და აიისა მას დაგიმზადებთ და მოგაწვდით;
2. მე, როგორც რიგითი მოქალაქე (და არა აიისას წარმომადგენელი), ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც მსგავსი სერვისით ვისარგებლე და რა თქმა უნდა ჩემს მიერ შექმნილი პირველივე დიზაინი თავად აიისას საქმეს ეძღვნება. გიზიარებთ ამ დიზაინის ლინკს, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და თქვენც შეუკვეთოთ იმავე დიზაინის პროდუქცია. ეს არის პროტესტი მოსამართლე მურუსიძის „ვაი საკვირველ“ გადაწყვეტილებაზე. სწორედ ამ კონკრეტული დიზაინის პროდუქციის რეალიზებით შემოსული თანხით აიისა გადაიხდის ჯარიმას, 500 ლარს, რომელიც სასამართლომ დააკისრა.»

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სოხუმში შეტაკებები დაიწყო. ამ წუთებში უმძიმესი ვითარებაა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა-რა ხდება ბათუმსა და ხელვაჩაურში

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სამხედრო ბაზები დაბომბა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი