სხვადასხვა

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა-იხილეთ დეტალურად

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსი ირანიდან ჩასულ რუსეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ ბლოკში განათავსეს. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, აზერბაიჯანის მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს. მათ შორისაა, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებთანაც რუსეთის მოქალაქეს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი საერთაშორისო მასშტაბით 79 ათასს აღწევს. დაღუპულია 2 778 ადამიანი. ვირუსისგან 36 ათასზე მეტი პირი განიკურნა.

პირველი არხი

Loading…

მსგავსი პოსტები

13 წლის მოზარდი ურეკში, ზღვაში დაიხრჩო

თბილისის მეტროში მამაკაცი ჩავარდა (ვიდეო)

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დატოვე კომენტარი