აზერბაიჯანში კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა. . შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის შედეგად მიიღო.
ამასთან, აზერბაიჯანის 14 ქალაქსა და რაიონში, მათ შორის ბაქოში, გამკაცრებული კარანტინი 5 აგვისტომდე გახანგრძლივდა. იმ დასახლებებში, სადაც გამკაცრებული საკარანტინო ზომები მოქმედებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს 25 ივლისიდან 27 ივლისის დილის 06:00 საათამდე, ასევე პირველი აგვისტოდან 3 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე.
Loading…