covid-19

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება ჩინური ვაქცინით

აზერბაიჯანი მოსახლეობის ვაქცინაციას ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით ორშაბათიდან, 18 იანვრიდან იწყებს. ქვეყანა, პირველ ეტაპზე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებს, რომელსაც ჯერ თურქეთში შეიტანენ, შემოწმების შემდეგ კი აზერბაიჯანში გაგზავნიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, შაჰმარ მოვსუმოვის თქმით, პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება.

Paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსით ინფიცირების გამო, ძალაუფლების გადაცემა არ მოხდება — აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

Youtube-ს განცხადება

კოვიდსტატისტიკა საფრანგეთში

დატოვე კომენტარი