კრიმინალი

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად გაჩნდა ვერსია, რომ მამაკაცის ცხედარი იპოვეს ბინაში, სადაც ის ცხოვრობდა, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰუსეინი მრავალსართულიანი შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა.

ბლოგერის ნაცნობები არ გამორიცხავენ, რომ ბახიკანოვის გარდაცვალება აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებში შედიოდა. ერთ-ერთი მათგანის, ავთანდილ მამედოვის თქმით, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ჰუსეინმა მას უამბო აზერბაიჯანელებთან ერთად თბილისში მომხდარი ჩხუბის შესახებ. ბლოგერი ვარაუდობს, რომ ეს ადამიანები მას თავს დაესხნენ ბაქოს ბრძანებით. მამედოვის თქმით, ჰუსეინმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, რადგან იგი დევნილ იქნა სამშობლოში.

ცხუბის ინციდენტზე წერს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც 2017 წელს თბილისში გაიტაცეს და შემდეგ ბაქოში გაასამართლეს. მან მოუწოდა ქართულ მედიას, გამოიჩინონ დაინტერესება ბაკიხანოვის სიკვდილით, ვინაიდან მას დევნიდა აზერბაიჯანის ხელისუფლება.

Loading…

მსგავსი პოსტები

17 წლის გოგო, 12 წლის დის თვალწინ გაიტაცეს-რა მოხდა საგარეჯოში?

Joni Kvaracxelia

საქართველოს პროკურატურამ ია კერძაიასთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

Joni Kvaracxelia

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულია 11 პირი

დატოვე კომენტარი