ავღანეთში ხელნაკეთი ბომბის აფეთქებას 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
დღეს, 18:32 სთ-ზე ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ყანდაარის პროვინციაში ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა — ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
Loading…