მსოფლიოში

ავღანეთში ტერორისტები თავს დაესხნენ ნატოს სამხედროებს. არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იყო სამი აფეთქება, რომლის შედეგად დაიღუპა — 40 -ზე მეტი ადამიანი, ასზე მეტი დაშავდა. მიზეზი თვითმკვლელი ტერორისტია. საგანგებო სიტუაციის დროს ქაბულის აეროპორტში რუსები არ იყვნენ. დაზარალებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, დაგმო თავდასხმა, აღნიშნა, რომ «ახლა პრიორიტეტულია მოხერხდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას რაც შეიძლება მალე».

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა: «ჩვენ არ ვიცით ყველა დეტალი, მაგრამ ტერორისტები თავს დაესხნენ ხალხს, რომლებიც აეროპორტის კარიბჭესთან ელოდნენ თვითმფრინავში ჩასხდომას და ქვეყნის დატოვებას.»

ბრიტანული სამხედროები გააგრძელებენ ავღანეთის ევაკუაციას სრულად, თავდაპირველი გრაფიკის მიხედვით, ქაბულის აეროპორტში სასიკვდილო თავდასხმის მიუხედავად. ამის შესახებ აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქაბულიდან ევაკუაცია გაგრძელდება აფეთქებების მიუხედავად.

«ჩვენ არაფერი გვავიწყდება და ამ ტერაქტის დამკვეთები და შემსრულებლები აუცილებლად იქნებიან დასჯილნი» — განაცხადა ბაიდენმა.

 

ფოტო: CNN.COM

Loading…

მსგავსი პოსტები

21 მარტი რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე

იტალიის პრემიერმა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა

ჩეხეთი საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

დატოვე კომენტარი