ავღანეთში აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0
300

ავღანეთში მასშტაბურ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე პირი კი, დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთით, ლოგარის პროვინციაში, ქალაქ პულ-ე-ალამში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი საოჯახო სასტუმროსთან აფეთქდა, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლებში ფანჯრის მინები რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც ჩაიმსხვრა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ