სხვადასხვა

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში-დაღუპულია 11 წლის ბიჭი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბა ჩაქვში 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ფეხით მოსიარულე მოზარდს ქობულეთი-ბათუმის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს ნასვამობა დაუდგინდა.

„მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, თუმცა ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

პირველი არხი

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 490-მდე გაიზარდა

ხვალ, 13 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

ფარავნის ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვწრპლა

დატოვე კომენტარი