საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
„გვესმის, რომ ორგანიზაციას გააჩნია გარკვეული პრობლემები, მათ შორის ფინანსური. ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ერთი წლით მხოლოდ, ავტორიზაციის შეჩერების, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოთ ყველაფერს იმისთვის, რომ არსებულმა სტუდენტებმა გააგრძელონ სწავლა, ხოლო ვისაც ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ყველას სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება, რომ გააგრძელოს სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ანუ, ფაქტობრივად, ყველა სტუდენტს დავაკმაყოფილებთ, არც ერთი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საბჭომ, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელზეც ეცნობა საბჭოს და საბჭომ მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება,“ — განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.