განცხადებებისოცქსელი

«ავტომატიანი ბანდიტი რომ სახლში შემოგივარდებათ-ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ქაღალდით გააჩერებთ?»-მაია ორჯონიკიძე

«ავტომატიანი ბანდიტი რომ სახლში შემოგივარდებათ-ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ქაღალდით გააჩერებთ?
ჰოდა ასეთი ბანდიტი და მისი ბანდა გვაზის თავზე,რომელსაც სულ ფეხზე ჰკიდია თქვენი არჩევნები.
გამოვიტანეთ რაიმე დასკვნა 2018 წლის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში “დამარცხების” შემდეგ?
ან იქნებ ზუგდიდში “წაგების” შემდეგ?
თუ გამოვიტანეთ-რა შევცვალეთ?
და სულ ვინმეს იმედზე როგორ ვართ-მიშასი,დასავლეთის,
პარტიების-ყველასი,საკუთარი თავის გარდა! არადა მიშას თუ დასავლეთის მოქმედების იმედი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გვქონდეს-რაც თავად საჯდომებს ავწევთ და ქუჩებს გავავსებთ! ან ეს ივლის-აგვისტო-სექტემბრის სავალდებულო ნებისმიერ ფასად დასვენება რა უბედურებაა,როცა ქვეყანა თავზე გვემხობა? მგონი ერთადერთი ხალხი ვართ,რომელიც ქვეყანა რომ დაინგრეს-მაინც დასასვენებლად წავალთ!
რა დროს არდადეგები და გულავია?!
ასე იბრძოდა ფინეთი?!
ასე იბრძოდა ისრაელი?!
რუსეთშიც კი საპროტესტო აქციების პიკი აგვისტოში იყო,როდესაც ჩვენთან ყველაფერი მკვდარია!
კონფორმისტების მასა ვართ თუ ერი?!
ამიტომ მძაგს მარადიული ქართული კითხვა-“გვეშველება რამეე”?
არაფერი არ გვეშველება,სანამ სულ სხვის იმედად ვიქნებით-არაფერი!!!
და თუ ჩვენშიც და გარეთაც არაფერს შევცვლით,2020-ც ისე დამთავრდება,როგორც 2016 და 2018! ცუდი ისაა,რომ ამით ქართული სახელმწიფოც დამთავრდება,თორემ ჯანდაბას ყველაფერი. და ვინც ყალბი პატრიოტული ლოზუნგებით გამშვიდებთ,რომ ყველაფერი თავისთავად,ჩვენი დიდი ძალისხმევისა და შეცდომების გაანალიზების გარეშე კეთილად დასრულდება და მაინც გავიმარჯვებთ-იცოდეთ რომ უსინდისოდ გატყუებთ საკუთარი ვიწრო მერკანტილური ინტერესების გამო!!!»

მაია ორჯონიკიძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სალომე ზურაბიშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

«გუშინ დავკრძალეთ, 27 წლის გოგონა, 7 თვის ორსული იყო…»-მამა შალვა

«ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა…»-ზაზა სარალიძე მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის პეტიციას უერთდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი