თბილისში, ავჭალის ავტოსადგურთან ავარია მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ირკვევა, რომ ერთი ავტომობილი წინ მდგომ ავტომანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც წინა მანქანა გადაბრუნდა. შედეგად, მძღოლს ხელი აქვს მოტეხილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Loading…