მსოფლიოში

ავსტრიის დედაქალაქში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ავსტრიის დედაქალაქში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა, „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით საყოველთაო კარანტინის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი.

ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს. შსს მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე მთავრობამ რეკომენდაცია გასცა და დღეს მოსწავლებიისთვის სკოლაში მისვლა აუცილებელი არ არის.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მოლდოვაში პოლიციამ დაანგრია პუტინის მხარდამჭერების კარვების ქალაქი

გარდაიცვალა სლობოდან მილოშევიჩის ქვრივი, მირა მარკოვიჩი

Joni Kvaracxelia

რუსეთი მარცხდება და მან ეს იცის — დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დატოვე კომენტარი