მსოფლიოში

ავსტრალია ცეცხლის ალშია გახვეული

ავსტრალიაში მძვინვარე ტყის ხანძრებმა ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქი ბალმორალი პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურეს. , ცეცხლმა პატარა ქალაქი თითქმის ყველა ნაგებობა გადაწვა. ხანძარმა დასახლებულ პუნქტამდე უკვე მეორედ, ქარის მიმართულების შეცვლის შედეგად მიაღწია. ბალმორალში დაახლოებით 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე მეხანძრე დაშავდა.

ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და 700-ზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას უკვე 9 ადამიანი ემსხვერპლა. 18 დეკემბერს საშუალო ტემპერატურამ ავსტრალიაში 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ტურისტებს ავსტრალიაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკომისიამ პარტნიორ ქვეყნებს მაკროფინანსური დახმარება გამოუყო

პაშინიანი კორონავირუსისგან განიკურნა

მელანია ტრამპის სკულპტურა დაწვეს

დატოვე კომენტარი