ავარიული შენობა ჩამოინგრა ზუგდიდში

0
167

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავარიული შენობა ჩამოინგრა.

ნანგრევებში არასრულწლოვანი მოყვა, თუმცა მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. ამ დროისთვის ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიულ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ხუთი ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ახალ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები უკვე გადაეცა. რაც შეეხება ამ ოჯახს, რომლის საცხოვრებელი ფართიც დაინგრა, ზუგდიდის მერის მოადგილის, გიგა ფარულავას თქმით, ამ ოჯახს განცხადება ჰქონდა შეტანილი სოფლად სახლის შესყიდვაზე.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ