საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე, ხარისხის არხზე მიმდინარე გადაცემის შესახებ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:
«ის, რომ ეს ორი ადამიანი გამოთაყვანებულია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ნაბოდვარზე არ მოვახდინოთ რეაგირება. ეს ტელევიზია არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც რელიგიურ საბურველშია შემოსილი, რითაც ხელშეუხებლობის იმუნიტეტს იქმნის ჩვენი საზოგადოების საკმაო ნაწილის სიბნელის გამო. მათი ზოგიერთი ქადაგება არის ფაშისტური და არაადამიანური. ქვემოთ მოტანილი ნაწყვეტი, რომელშიც ავადმყოფი ბავშვების ფაქტობრივად განადგურებისაკენ მოწოდებაა, სცილდება ერთი ბრიყვი ადამიანის ლაქლაქს და დანაშაულად შეიძლება განვიხილოთ.
შეცდომა იყო, რომ იუმორისტულ ჟანრად აღვიქვით ეს ყოველივე. ამათ ვიღაცა უხდის ფულს, ისე ტელევიზია როგორ იარსებებდა.
დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ და სხვა მსგავს განცხადებებზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. იმედია სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან ამათი ”ქადაგებებით”,»-წერს რომან გოცირიძე.