განცხადება/მიმართვა

ადგილზე მობილიზებულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი- რა ხდება ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე

“თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.”-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსეთი დაიცავს მართლმადიდებელთა ინტერესებს უკრაინაში-პესკოვი

7-9 მაისს რიკოთის საავტომობილო გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

“რუსთავი2-ზე მე მოვყვები რა მსმენია და რა არის ფაქტი”-ზურა ჯაფარიძე

დატოვე კომენტარი