პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს.

„მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.

სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი მის კანდიდატურას მხარს უჭერს, „ქართული ოცნება“ კი, გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

რექს ტილერსონი: “ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სამხედრო წარმოებას შეფერხებები შეუქმნა

კახა ცისკარიძეს ბათუმის მერობა უნდა

Joni Kvaracxelia

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი