სქემ-მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას: „სად არის ღმერთი?“ და თან ირონიულ ღიმილსაც აყოლებენ. მაგრამ ნება მომეცით, ვიკითხო: სად ვართ ჩვენ? რამდენად ახლოს ვდგავართ ღმერთთან, რომ შევძლოთ მისი დანახვა? რამდენად ახლოს ვიცნობთ მას, რომ ვიცოდეთ, რა არის მისი სამართალი? და როცა დავიწყებთ წუწუნს, რატომ „მიგვატოვა“ და სად „წავიდა“, იქნებ ცოტა ხნის შემდეგ მაინც მივხვდეთ, რომ ღმერთი არსად წასულა, მისი ტახტი ურყევად დგას ზეცის კიდეზე. ეს ჩვენ წავედით, გავიქეცით უკანმოუხედავად…”
Loading…
