აბრეშუმის გზის ასოციაცია სამი ქვეყნის ექვსმა პარტნიორმა დააფუძნა

0
102

საპარტნიორო მემორანდუმის ფარგლებში 23 მაისს არაიურიდიული პირის სტატუსით დაფუძნდა აბრეშუმის გზის ასოციაცია. ასოციაციის ექვსი დამფუძნებელი პარტნიორი სამი სხვადასხვა ქვეყნიდან არის:

1. “ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტი“ დირექტორი თეიმურაზ ზაქრაძე;
2. ასოციაცია “ჯუნიორ ეჩივმენტ — საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე;
3. სტამბოლის ქართული კულტურის სახლი თავმჯდომარე ერდალ ქუჩუქი;
4. ახალციხის ტელეკომპანია “მეცხრე არხი“ დირექტორი მაია იველაშვილი;
5. ლოძის (პოლონეთი) საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი პოლიტიკის მენეჯმენტის და უსაფრთხოების საკითხებში — რუსლან შავაძე,
6. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი — ზურაბ მაღრაძე.

პარტნიორობის შექმნის ფუნდამენტური მიზეზი აღმოსავლეთ პარტნიორობის და აბრეშუმის გზის აღდგენის გარდაუვალი გამოწვევაა. პარტნიორობის მიზანია შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებათა საერთო პლატფორმა კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების დერეფნის ქვეყნებში და გაძლიერდეს საქმიან ადამიანებს შორის კომუნიკაცია ცენტრალურ და მცირე აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

ასოციაციის ამოცანებია ახალი წესრიგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საინფორმაციო და საგანმამანთლებლო პროექტებში მონაწილეობა და თანამშრომლობა, სამოქალაქო და ეკონომიკური განათლების გავრცელება, ახალგაზრდების ჩართულობა და სხვა.

მემორანდუმის პლატფორმას პარტნიორის სტატუსით შეუძლიათ შეუერთდნენ დაინტერესებული ადამიანები და კომპანიები.

წყარო: https://tv9news.ge/

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ