ანალიტიკაპუბლიკაციები

«აბა მაშინ კრიზისებში გვიცხოვრია სულ და ეგაა??»

დღეს არ გაიმარჯვა ბაიდენმა.
დღეს არ გაიმარჯვა ამერიკამ.
დღეს არ დამარცხდა ტრამპი.
გაგიზიარებთ პირად მოსაზრებას ძალიან მოკლედ იმაზე თუ რა მოხდა სინამდვილეში ჩვენს თვალწინ — დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამ შინარსიით, ბევრად ხატოვნად და მდიდარი ანალიზით, შეფასდება საბოლოოდ როგორც ისტორიის, ისე სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სახელმძღვანელოების ფურცლებზე.
მაშ ასე.
დღეს დასრულდა ის გლობალური წესრიგი, რასაც სთავაზობდა მოსკოვი მსოფლიოს — 5 პოლუსის, 5 ავტორიტეტის მიერ გაკონტროლებული მსოფლიო.
მსოფლიო წაეთამაშა ამ მოდელს ცოტა ხნით და საბოლოოდ არ მიიღო.
არ მოეწონა.
ასევე დასრულდა 2008 წელს ის გლობალური წესრიგი, რასაც სთავაზობდნენ ვაშინგტონი და ლონდონი მსოფლიოს.
არც ის მოდელი მოეწონა მსოფლიო საზოგადოებას.
გამოდის რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, კაცობრიობა ცხოვრობდა ამ ორი გლობალური წესრიგის გაბატონების მცდელობის პერიოდებში.
რატომ არ იმუშავა ამ ორიდან არცერთმა და რატომ არ იმუშავებს არასდროს ისეთი გლობალური წესრიგი, სადაც ვიღაცამ/ვიღაცეებმა უნდა აკონტროლონ სიტუაცია?
პასუხი არის მარტივი:
იმიტომ რომ ანარქიული საერთაშორისო სისტემა ყოველთვის დგას ძალთა ბალანსზე, რომელიც თავის მხრივ არ არის მუდმივი და სტაბილური ერთეული.
▶ ძალთა ბალანსი ცვალებადი ცვლადია ◀
აბა მაშინ კრიზისებში გვიცხოვრია სულ და ეგაა??
კი, ეგაა, მანამ სანამ საერთაშორისო სისტემა იქნება ანარქიული და არ იარსებებს ძლიერი და სამართლიანი გლობალური ინსტიტუტი ყველას მიერ შეთანხმებული საერთო წესებით და დაცვის მექანიზმებით.
P.S.
შეგვიძლია მშვიდად ვისუნთქოთ — დღეიდან როგორც მინიმუმ რამოდენიმე წლით ვიცხოვრებთ კრიზისის გარეშე (ანუ გლობალური ცნობიერის და ქვეცნობიერის კონფლიქტის შედეგად გამოწვეული შფოთვის გარეშე).
თუ არ ჩაუყრიან ფუნდამენტს გლობალურ პარლამენტარიზმს, მსოფლიო კავშირის ინსტიტუტებს და ისევ ვიღაც/ვიღაცეები ეცდებიან ავტორიტეტობას, პალაჟენიის დაყენებას — ისევ მივალთ კრიზისამდე და საბოლოოდ უარყოფამდე..
#გლობალიზაცია
#ნაციონალიზმი
#მსოფლიოპარლამენტი

შმაგი სამხარაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით როგორ ჩატარდა და გაყალბდა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შალვა თათუხაშვილის ექსპერტიზის დასკვნა» — დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება

პუტინი და ტრამპის შეხვედრაზე საქართველოს თემას არც კი შეეხებიან

Joni Kvaracxelia

ჭანები და მეფე ანქიალე

დატოვე კომენტარი