საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, ტყის მასივში იყო დაკვამლიანება და მეხანძრე-მაშველებს ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა ცოცხალი ძალა, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ამ დროისთვის კი მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.
თამარ ქუთათელაძე
paqtebi.ge
Loading…
